|
16-07-2010, 01:14
ბათუმში, კომპანია "ისტერნპრომოუშენისა" და აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, “Black Sea Jazz Festival -2010” ჩატარდება. ჯაზფესტივალში მონაწილეობენ: “The Brand New Heavies”- ი, “Mike Starn Band”- ი, “RH Factor”- ი, “Roy Hargrove Quintet”- ი, “Hugh Masekela & Band”- ი და ჯაზის სხვა ქართველი შემსრულებლები.
კონცერტები ჩატარდება ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე, სასტუმრო “შერატონის” ღამის კლუბსა და საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკია".
“Black Sea Jazz Festival -2010” 15 ივლისს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება. |
|