black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა სტუ
24-03-2014, 18:47
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა 19-20 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის პროგრამის ბლაცკ-სეა-ს ფარგლებში გამარჯვებული გრანტის "შავი ზღვის სანაპირო რეგიონების გარემოსდაცვითი პრობლემების ინტეგრირებული მონიტორინგი და მათი გადაჭრის გზები" მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის პირველი სხდომა და სამეცნიერო სემინარი ჩატარდა.

black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკა" (საქართველო). კომიტეტის სხდომასა და სემინარში მიიღეს მონაწილეობა საბერძნეთიდან _ ქ. სალონიკის მუნიციპალიტეტმა, თურქეთიდან _ კარადენიზის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკის" წარმომადგენლებმა.

black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა განიხილებოდა შავიზღვისპირეთის, კერძოდ, სალონიკის, ტრაპზონისა და ფოთის პორტებში წყლის დაბინძურებასთან არსებული პრობლემები. ძირითადი მომხსენებელი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი შალვა გაგოშიძე, რომელმაც შეაჯამა პროგრამის პირველი ეტაპის: წყლის ხარისხის მონიტორინგი, სინჯის აღების მეთოდოლოგია კვლევის ძირითადი შედეგები.

black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა ჩატარებულ ექსპერიმენტებზე ისაუბრეს თურქეთის კარადენიზის უნივერსიტეტის პროფესორმა კადირ სეიჰანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ვაჟა ჯამარჯაშვილმა, თბილ-წყალ-გეოს წამყვანმა თანამშრომელმა ელიზბარ ხატიაშვილმა, სალონიკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ვოულა თზოუმატამ და პროექტის მენეჯერმა პოლიკარპუს კარკავიტასმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სამეცნიერო სემინარის მუშაობა, აღნიშნეს, რომ იგი ჩატარდა საქმიან, კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში. საქმიანი ნაწილის დამთავრების შემდეგ სტუმრები გაეცნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, წასვლის წინ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის და გაისაუბრეს შემდგომი შეხვედრების აუცილებლობაზე.
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა
 
 

ასევე:

  • სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს
  • გლდანის პოლიგონის ეკოქიმიური მონიტორინგის თემაზე სემინარი ჩატარდა
  • ენერგეტიკული პრობლემების თემაზე ონლაინკონფერენცია გაიმართა
  • NATELI-ის ფარგლებში სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სემინარი ტექნიკურ უნივერსიტეტში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge