11 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პრეზიდენტის 2010 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში # 2-5/16 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქ. თბილისის გლდანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი და გარემოზე ზემოქმედების შერბილების გზები”. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის დააფინანსა. პროექტის შემსრულებელია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ნათელა დვალიშვილი.
გრანტის ფარგლებში, გლდანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული ჩამონადენებისა და გრუნტის წყლების ეკოქიმიური მონიტორინგი ჩატარდა.
დადგენილია, რომ გლდანის მსნ პოლიგონის ატმოსფერულ ჰაერში NO2, CO da SO2-ის, ხოლო ზედაპირული ჩამონადენებისა და გრუნტის წყლებში ბიოგენების, ორგანული ნაერთებისა და მძიმე ლითონების კონცენტრაციები მნიშვნელოვნად აღემატება შესაბამის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს. კვლევის ფარგლებში დადგინდა პოლიგონის ძლიერი ანთროპოგენული გავლენა ეკოლოგიურ ობიექტებზე. შემუშავდა დახურული პოლიგონის ტერიტორიაზე გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჟობესების რეკომენდაციები.