|
10-02-2013, 15:28
17-19 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო კონფერენციას "ქიმია დღეს -2013".
საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორანტს, მაგისტრანტს, ბაკალავრს.
ღონისძიების მიზანია ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობაში,რათა ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებმა მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.chemistry.ge/conferences/icys-2013/index.html |
|