ხვალ იხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხვალ იხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013" სტუ
16-05-2013, 18:24
17-19 მაისს ტარდება ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013". კონფერენცია 10:00 საათზე სასტუმრო "დიდუბე პლაზაში" გაიხსნება. ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს 8 ქვეყნის ასამდე ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი. კონფერენციის სამუშაო თემატიკა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: არაორგანული, ანალიზური, ორგანული ქიმია, ბიოქიმია და ფარმაკოქიმია, ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია, ეკოლოგია და გარემოს უსაფრთხოება, ნანოტექნოლოგიები და სხვა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.

კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერები არიან ინტერნეტჟურნალი "მასწავლებელი", სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი "ქიმიის უწყებანი", ქიმიის პორტალი chemistry.ge. კონფერენციის პარტიონერი – სასტუმრო "დიდუბე პლაზა", ტურისტული კომპანიები "L-Tour" და "კურორტი აბათუმანი".

კონფერენციას დასაბამი დაედო 2011 წელს, რომელიც დაფინანსდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერ-მკვევრებმა. 2012 წელს კონფერენციამ მიიღო საერთაშორისო სახე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იტალიის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია „ქიმია დღეს“ გამოირჩევა ორიგინალური ფორმატით. იგი ორგანიზებულია მთლიანად ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებითა და სტუდენტებით. საორგანიზაციო კომიტეტში შედიან მხოლოდ დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალვრიატის სტუდენტები (გარდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისა). კონფერენციას ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი.

ყველა ჩატარებულ კონფერენციას აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელიც წევრიანდება საერთაშორისო კონფერენციების კატალოგ-ვებგვერდებზე. საორგანზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციის დელეგატებისთვის მომზადებული იქნა თეზისების კრებული, კონფერენციის სამახსოვრო კალენდარი და სხვა ნაბეჭდი მასალები.

კონფერენციის ფორმატია პლენარული, ზეპირი და სტენდური მოხსენებები. ყოველ კონფერენციაზე საორგანოზაციო კომიტეტი პლენარული მოხსენების გასაკეთებლად იწვევს ორ ცნობილ მეცნიერს. მათი მოხსენებები ახალგაზრდებისთვის საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მიმდინარე კონფერენციაზე მოხსენებს გააკეთებენ პროფესორები – რამაზ ქაცარავა და გ. კვესიტაძე. გარდა ამისა, კონფერენცია ითვალისწინებს სოცილურ ღონისძიებებს: ქალაქის ტურს და ექსკურიას რაბათის ციხეში.
http://www.chemistry.ge/conferences/icys-2013/index.html
 
 

ასევე:

  • დასრულდა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია „ქიმია დღეს - 2013“
  • სტუ-ში ჩატარდება კონფერენცია “ქიმია დღეს - 2012“
  • "ქიმია დღეს -2012" დასრულდა
  • სტუ-ის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge