|
20-04-2012, 03:17
21-23 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო კონფერენციას "ქიმია დღეს -2012".
საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორანტს, მაგისტრანტს.
ღონისძიების მიზანია ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობაში,რათა ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებმა მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლოა შემდეგ მისამართზე: http://www.chemistry.ge/conferences/icys-2012/index.html |
|