სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს მეცნიერება
9-10-2010, 00:30
2010 წლის 10-13 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას “1-St International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science”.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება. მისი მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება და მისი ჟურნალის ფონდი “JECS TRUST-ი”.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ახლგაზრდებს ეძლევათ საშუალება, არა მარტო წარდგნენ საზოგადოების წინაშე თავიანთი სამეცნიერო ნაშრომებით, არამედ დაამყარონ კონტაქტები მომიჯნავე დარგის ახალგაზრდა მეცნიერებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

კონფერენციაზე ახალგაზრდები წარმოადგენენ თემებს, სახელწოდებით: ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები; ექსპერიმენტული მაღალი ტექნოლოგიები; ბიოკერამიკა და მიკრობიოლოგია; ინოვაციები ფუნქციონალურ და კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიებში; კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციები და სხვა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ევროპის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდა მეცნიერების, ექსპერტებისა და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა და ამ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაა.
 
 

ასევე:

  • კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება
  • სტუ-ში ჩატარდება კონფერენცია “ქიმია დღეს - 2012“
  • ხვალ იხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში”
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია „ქიმია დღეს - 2013“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge