|
13-04-2013, 22:59
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს" დარბაზში, გაიმართა მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის საღამო – “ჩემი ნიკო”. ღონისძიება სტუ-ის თვითმმართველობამ გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნიკო გომელაურის მეგობრები, ოჯახის წევრები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები. საღამოზე დამწყებმა პოეტებმა, ნიკო გომელაურის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს, მსახიობებმა კი იგი კიდევ ერთხელ გაახსენეს დამსწრებ საზოგადოებას.
ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ გომელაური 1970 წლის 12 ივლისს თბილისში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.
http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:kWBBCLsvXtkJ:live.ge/video-76032+&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge
http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=video&ci_m=embed&id=ePmSNGClqZQ 9arxi http://www.maestro.ge/?address=watch&id=6268&page=1
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=12-04-2013%2009:50
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=13-04-2013%2020:47
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedihq&seekTime=13-04-2013%2020:51
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=13-04-2013%2018:34 |
|