პერსპექტიული განვითარების სამსახურის პროექტები » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პერსპექტიული განვითარების სამსახურის პროექტები სტუ
25-04-2013, 17:43
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ახალი პროექტები ხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის იანვრის # 23 დადგენილებითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაწილეობით, დაგეგმილია დუშეთის რაიონის ბუნებრივი წყლის რესურსების სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მომარაგების პროექტების შესრულება. ა.წ. 8 მარტს დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ვაჟა ჩოხელს, ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის სპეციალისტებსა და საქართველოს წყალთა მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გივი გავარდაშვილის შორის მოხდა შეთანხმება სამეურნეო-კვლევით და საპროექტო სამუშაოს ჩატარების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, გაფორმდება ხელშეკრულება და სამუშაო, სავარაუდოდ, ა.წ. 30 მაისისთვის დასრულდება.

გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად და შპს “მექანიზატორს”, სტუ-სა და პროფესიული გადამზადების კურსების მსმენელებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარეობს ტრაქტორისტ-მემანქანეების გადამზადება. კოლეჯში მსმენელების მიღებისთვის მზადება 2013 წლის 16 იანვარს დაიწყო. კურსების დაწყების წინ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა შეამოწმეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ა. ფრანგიშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსმა თ. ბაციკაძემ. გაეროს მოთხოვნების შესაბამისად, დაიწყო კოლეჯის ტექნიკური აღჭურვა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დამონაჟდა სამი პროექტორი, 23 კომპიუტერის კომპლექტი, მაგიდები და სკამები. მსმენელებისთვის გაეროს დაფინანსებით შეძენილი იქნა და ყველა მსმენელს პერსონალურად მიეწოდა სასწავლო სახელმძღვანელოები და საგზაო უსაფრთხოების წესების განმარტებები, საგამოცდო ტესტები, ტრაქტორზე პრაქტიკული სწავლებისთვის –სპეცტანსაცმელი. კოლეჯს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. აუდიტორიების გათბობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, რისთვისაც შეძენილი იქნა ელექტროგამათბობლები. აუდიტორიაში ტემპერატურა 18-20 გრადუსია. პრაქტიკული მეცადინეობებისთვის მომზადდა კოლეჯის საკუთრებაში არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობი. კურსები 71-მა მსმენელმა დაამთავრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს პერსპექტიული განვითარების სამსახური, რომელსაც პრორექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თამაზ ბაციკაძე ხელმძღვანელობს. სამსახური ორიენტირებულია მსოფლიოსა და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დანერგილი და აპრობირებული საინოვაციო პოლიტიკისა და პროცესების გამოცდილებისკენ. მისი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ანალოგიური სამეცნიერო-ტექნიკური სტრუქტურები, რისთვისაც უნდა მოიზიდოს სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალი და დაამუშაოს საკანონმდებლო და სამართლიანი ნორმატიული აქტების პროექტები. ამის საფუძველზე კი სახელმწიფოსა და აღმასრულებელ ორგანოებს შეეძლებათ საინოვაციო საქმიანობის სტიმულირება და ეფექტური დახმარება მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების საქმეში.

სტუ ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც ამზადებს საინჟინრო განათლების მქონე კადრებს, მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერ-პედაგოგების მეშვეობით; ქმნის ადამიანური კაპიტალის მრავალფეროვან გენოფონდს, საინჟინრო მენეჯმენტს და კადრების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია. მის შემადგენლობაში გაერთიანებულია 60-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც მუშავდება საინოვაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაო. ამ სამუშაოს მიზანია კვლევების შედეგად მიღებული ინოვაციების სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების რეალიზაცია და კონკურენტუნარიანი სრულყოფილი პროდუქციის გამოშვება.

სტუ-ში უკვე დამუშავდა სამეცნიერო ტექნიკური პარკის დებულება, ტექნოპაკტის სამრეწველო-ეკოლოგიური ინდუსტრიული უბნის კონცეპტუალური ტიპოლოგია და მთელი რიგი საკითხები. პარკში გაერთიანებულია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, ბიზნეს-ინჟინერინგის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და სამეცნიერო ცენტრები. მუშავდება ინოვაციური თემები პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის პროგრამა ითვალისწინებს დაბალი ძაბვის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიების, ჰიდროეკოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის, ბირთვული ინჟინერიის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელირებისა და მართვის საინჟინრო სისტემების განვითარებას, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა და ნანონაწილაკების ელექტროქიმიური ტექნოლოგიების დანერგვას, რკინიგზის ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის ავტომატიზებული მართვის სისტემების ინოვაციურ დამუშავებას, მემბრანული ტექნოლოგიებისა და სურსათის უვნებლობას, მათი ხარისხის მართვას და სხვა საკითხებს.

აღნიშნულ მაღალკონკურენტულ პროგრამებს, შესაბამისი კანონისა და საკანონმდებლო ნორმატიული აქტების საფუძველზე, მხარს უნდა უჭერდეს საქართველოს ხელისუფლება, რათა საინოვაციო საქმიანობა წარმატებით განხორციელდეს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედავად გამოცემული კანონებისა და დადგენილებებისა, საინოვაციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის არ არსებობს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებული იქნება, საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების შესრულება გააკონტროლოს. ამიტომ საქართველოს საინოვაციო სისტემას აქვს მთელი რიგი პრობლემები. მათი გადაჭრა საშუალებას მოგვცემს, შემუშავდეს ისეთი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ეკონომიკური განვითარების საინოვაციო შუალედურ მოდელზე გადასვლის პირდაპირპროპორციული იქნება.

საქართველოში, შესაბამისი საკანონმდებლო დონის უქონლობის გამო, არ არის განვითარებული საინოვაციო საქმიანობის ისეთი ინფრასტრუქტურები, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი პარკები, ტექნოპარკები, ბიზნესინკუბატორები, სამეცნიერო ცენტრ-ლაბორატორიები, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრესის სამსახურში ხდება ახალი ტიპის საინოვაციო სისტემის ფორმირება, რომელიც დაწყებით სტადიაშია.

სამეცნიერო პარკები უნდა ფუნქციონირებდნენ სხვადასხვა დასახელებით, რომლებიც, ძირითადად, მეცნიერებისა და კვლევის სხვადასხვა სფეროს საკითხებს უნდა განსაზღვრავდეს და შეისწავლიდეს. ისინი აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო-საკონსტრუქტორო, საპატენტო-საგამომგონებლო სამუშაოს მთელ კომპლექსს წარმოადგენს. აღნიშნული პარკები განთავსებულნი უნდა იყვნენ აკადემიურ უნივერსიტეტებთან ან ქვეყნის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან და უნდა იქცნენ სამეცნიერო ტექნოპარკების ხერხემლად რომელიც გააერთიანებს:

- აკადემიურ-სასწავლო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს, რომელთა მიზანი იქნება, მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაგისტრები, ბაკალავრები, მეცნიერ-მუშაკები და შექმნას ადამიანური კაპიტალი;

- სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს, რომელთა მიზანი იქნება სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო გამოგონებებისა და საპატენტო სამუშაოს დამუშავება და რეკომენდაციების გაწევა მის დანერგვაზე, შესაბამისად, ახალი პროდუქციისა და ტექნოლოგიების შექმნა;

- კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრს, რომლის ძირითადი ამოცანაა საინოვაციო საქმიანობის წარმართვისა და რეალიზაციისთვის სათანადო კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ინოვაციური საქმიანობის ხელისშემწყობი ინფორმაციების მოპოვება, გავრცელება, კონსულტაციები, საექსპერტო სამუშაოს ჩატარება.

ნებისმიერ სიახლეს თან ახლავს გარკვეული სირთულეები და წინააღმდეგობები, რომლის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაღალაკადემიური სამეცნიერო კვლევებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრესის სამსახურში მომუშავე გამოცდილ სპეციალისტებს ხელეწიფებათ.


ზურაბ ფარესიშვილი
პერსპექტიული განვითარების სამსახურის
მთავარი სპეციალისტი, დოქტორი
 
 

ასევე:

  • სამეცნიერო მოღვაწეობა და სწავლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ
  • ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადების პროგრამა განხორციელდა
  • დემი ლაოშვილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge