|
10-05-2013, 17:35
ვისეგრადის უნივერსიტეტის (უნგრეთი) სასწავლო გრანტების პროგრამა - VUSG - EaP აცხადებს კონკურსს სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ვისეგრადის ჯგუფის (V4) ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთის უნიკალური გამოცდილების გაზიარებას ამ მხრივ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვეთი და უკრაინა. მათ შეუძლიათ მოიწვიონ მინიმუმ 2 მოწვეული მასწავლებელი სასწავლო კურსისთვის და 3 მოწვეული მასწავლებელი სასწავლო პროგრამისთვის, სხვადასხვა V4 ქვეყნებიდან. მოწვეული მასწავლებლების ჩართვა V4 ქვეყნებიდან უპირატესობად განიხილება და ზრდის მხარდაჭერის შანსებს. გრანტი ითვალისწინებს: · ექსპერტებისა და უნივერსიტეტის მასწავლებლების მობილობას; · ბიბლიოთეკის განვითარებას (V4 ქვეყნებთან და მოცემულ საგანთან მიმართებით); · ხელშესახები/არახელშესახები აქტივები (€1,000 თითოეულ კურსზე/პროგრამაზე) · სამეცნიერო მიმართულებასთან დაკავშირებული პრაქტიკული სემინარები, მივლინებები და სხვ. გრანტით გათვალისწინებულია სავარუდოდ €10,000 სასწავლო კურსისთვის და €40,000 - სასწავლო პროგრამისთვის. სასწავლო კურსებისა და პროგრამების სწავლების ენა არაა შეზღუდული. სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივნისი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.visegradfund.org/v4eap/vusg-eap/ საკონტაქტო პირი: ლენკა ბუჩკოვა (Lenka Buckova) პროგრამის მენეჯერი E-mail: buckova@visegradfund.org Tel: +421 259 203 816 |
|