თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სასკოლო გამოცდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგამოცდო დარბაზში აბარებენ. აქ თითოეულ მოსწავლეზე ერთპიროვნულად არის გამოყოფილი კომპიუტერი, რომელშიც ჩატვირთულია სკოლის მიერ მომზადებეული საგნობრივი ტესტები. მოსწავლეები და მათი მშობლები კმაყოფილებით შეხვდნენ უნივერსიტეტში მიმდინარე საგამოცდო პროცესს, განსაკუთრებით გამოყოფენ პერსონალის მაღალ საშემსრულებლო ხარისხსა და კვალიფიციურ მენეჯმენტს.
გამოცდები მომზადდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ამავე მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხაზვის კაბინეტში პროგრამა “ავტოკადის” სწავლება დაინერგა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკის სპეციალისტებმა სერტიფიკატები გადასცეს საუკეთესო ნამუშევრების ავტორ მოსწავლეებს.
ამავე მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია ოლიმპიადის ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინჟინრო და სადიზაინერო გრაფიკის დარგში, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საინჟინრო სპეციალობების მიმართ.