|
8-07-2013, 16:16
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართული ენისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობენ. ქუთაისში, პარლამენტის N304 სათათბირო ოთახში, ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ქართული ენის სახემწიფოებრივ მხარდაჭერას, ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის ჩართულობას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელი კოტე ფხაკაძე წარადგენს ნაშრომს “ტექნოლოგიური ანბანი – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული გამოწვევა”; არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) წარმომადგენელი ლიანა ლორთქიფანიძე კი ნაშრომს – “კომპიუტერული ლინგვისტიკა მართვის სისტემების ინსტიტუტში (ისტორია და პერსპექტივა)”, თანამომხსენებელი – ნინო ჯავაშვილი.
ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ III სესიაში (“ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”). გარდა ამისა, მუშაობს ორი სექცია: “ქართული ენის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა და განვითარების პერსპექტივები” და “ქართული ენის ეროვნული კორპუსი”. http://parliament.ge/index.php?option=com_easyblog&view=entry&id=68&lang=ge |
|