ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვევიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვევიან სტუ
7-10-2013, 16:24
8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვევიან. ლიტველი სტუმრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრს დაათვალიერებენ და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდებიან.

ლიტვის დელეგაცია საქართველოში 6 ოქტომბრიდან იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე გედემინას კირკილასი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენედიკას იუდიკა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზიტა ზვიკიენი, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე მანტას ადომენასი, სეიმის თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი მანტვიდას ბეკესიუსი, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის მრჩეველი მატას მალდეიკასი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი რაიმონდა ბუნდიკაიტე და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს წაიკითხავს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.

ლიტვის დელეგაცია საქართველოს 9 ოქტომბერს დატოვებს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ
  • ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
  • ლიტვის მთავრობის ინიციატივით, ქართველი სტუდენტები სტიპენდიებს მიიღებენ
  • ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება
  • სტუ-მ ლიტვური პოეზიის ფესტივალს უმასპინძლა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge