|
10-01-2010, 03:05
/IPN/ 11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კამერულ ორკესტრ “თბილისის კონცერტინოს” შემოქმედებითი საღამო გაიმართება. შესრულდება ბაროკოს სტილის მუსიკალური ნაწარმოებები. მათ შორის - ტელემანის, ჰენდელის, მოცარტის ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ნინო ჩაჩუა. “თბილისის კონცერტინო” კომპოზიტორმა და დირიჟორმა, შავლეგ შილაკაძემ, კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ბაზაზე 1988 წელს დააარსა. ორკესტრის დირიჟორია გიორგი შილაკაძე. ორკესტრათან თანამშრომლობენ საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსები: ლივიუ ვარკოლი, ედუარდ ბრუნერი, ლიზა ბათიაშვილი, იური კოჩნევი, ხუან ხოსე მენა, ჯულიან გალანტი, ოლგა ბალაკლიცი, ეთერ ჯაყელი და სხვები. |
|