ვაკანსია სტუდენტებისთვის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ვაკანსია სტუდენტებისთვის სტუ
28-11-2013, 17:32
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა ტარდება. სადაზღვევო კომპანია “პსპ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე. აგენტის ფუნქციებში შედის პოტენციური კლიენტების მოძიება და სადაზღვევო პროდუქტის (ავტოდაზღვევის) გაყიდვა. სტუდენტებისათვის შესაძლებელია მუშაობის სწავლასთან შეთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელობა და სითამამე უცხო სოციალურ სიტუაციებში; დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა; ინიციატივიანობა, აქტიურობა; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. აგენტის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად უნდა გაგზავნონ მისამართზე: hr@ipsp.ge. გთხოვთ, საგანში (subject) და მიუთითონ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შეაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ იქნება განხილული. ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 150. განაცხადები მიიღება 2013 წლის 14 დეკემბრამდე. ტესტირებასა და გასაუბრებაზე მიიწვევენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
 

ასევე:

  • სტუდენტებს სადაზღვევო პოლისის მიღება შეუძლიათ
  • სტუდენტების სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფაზე საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”
  • ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge