სტუდენტების სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფაზე საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტების სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფაზე საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა სიახლე
19-10-2011, 12:37
პროფკავშირებმა უმაღლესი სასწავლებლების 100 ათასზე მეტი სტუდენტის ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა . როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, სასტუმრო "რედისონში" დღეს პროფკავშირების გაერთიანება მიმდინარე ახალგაზრდული პროექტის – ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის", ფარგლებში შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს.

კონფერენციის მონაწილეები პროფკავშირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის დასკვნით ვერსიას გაეცნობიან, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტი ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისით საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების 100 ათასზე მეტი სტუდენტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გაეგზავნება. საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად 30 000 ხელმოწერის შეგროვებაა დაგეგმილი.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საზოგადოებას სთავაზობს საკმაოდ კარგ გასაღებს იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით მოტივირებულები იყვნენ და ე.წ. რეფორმირებული ჯანდაცვის სისტემა მათთვის პრობლემებს არ ქმნიდეს," – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფკავშირების, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და წამყვანი სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

პროექტი ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისთვის" საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ipn.ge
 
 

ასევე:

  • ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
  • ვაკანსია სტუდენტებისთვის
  • ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის თემაზე კონფერენცია ჩატარდება
  • სტუდენტებს სადაზღვევო პოლისის მიღება შეუძლიათ
  • პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს კონფერენცია მიეძღვნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge