2014 წლის 14-18 აპრილს ქ. გომელში (ბელარუსი) ბელორუსიის სახელმწიფო სატრანსპორტო უნივერსიტეტში ჩატარდება მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა სტუდენტებისთვის, თეორიულ მექანიკაში.
ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება 2 ღონისძიება: ამოცანათა გადაწყვეტის კონკურსი სტუდენტებისთვის; მექანიკის საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური სემინარი მასწავლებლებისთვის.
ოლიმპიადასთან დაკავშირებითც დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://theor-mech.narod.ru/ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 20.01.2014.