31 იანვარს ,13:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თანადგომით სტუ-ში გაიმართება ნებაყოფლობითი უფასო აივ კონსულტაცია და ტესტირება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია" და საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" ახორციელებს ნებაყოფლობითი უფასო აივ კონსულტირებისა და ტესტირების პროექტს თბილისში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მიერ. პროექტი მიმდინარეობს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია ჩაიტაროს უფასო კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე.