|
11-04-2014, 18:22
12-13 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის დასკვნითი ტური ჩატარდება. ამავდროულად, ეს არის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტური. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ “პროგრესის” დირექტორის, გიორგი ლასხიშვილის განცხადებით, ამ ტურნირის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 3-10 ივლისს ინგლისში ტარდება.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ “პროგრესს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. |
|