საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სამართლის დეპარტამენტში, პროფესორ შოთა ფაფიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის სამართლის სპეციალისტები, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი.
წარმოდგენილი იყო მედიალაბორატორიის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი შოთა ფაფიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.