გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭებათ » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭებათ სტუ
1-07-2014, 14:16
10-11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან.

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ივლისს, 12:00 საათზე, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, მიენიჭებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-სა და იულიხის ცენტრის ინსტიტუტებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
  • გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ
  • სტუ-ში საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება
  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • სტუ-ში ტარდება “შემოდგომის ლექციები თბილისში“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge