გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია ტარდება სტუ
12-09-2014, 15:31
16 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იხსნება გეოლოგიისა და სამთო საქმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია “წიაღისეულის ათვისების, რესურაღდგენითი, მცირედნარჩენიანი და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. გასულ წლებში კონფერენციას მასპინძლობდნენ ალჟირი, არაბეთის გაერთიანებული სამეფოები, ყაზახეთი, სომხეთი, რუსეთი და სხვა.

“დღეს, როდესაც საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი სწორედ სასარგებლო წიაღისეულზე მოდის, სამთო საქმისა და გეოლოგიის სისტემატური სრულყოფა, წიაღისეულით სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო კონტაქტების გარეშე შეუძლებელია. კონფერენცია სწორედ თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების გაცნობა-დანერგვას, ქართველ მეცნიერთა უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო კონტაქტების აღდგენა-დამყარებას ემსახურება”, – აცხადებენ ისინი.

კონფერენციაში მონაწილეობენ გეოლოგიისა და სამთო დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მკვლევრები, დარგის სპეციალისტები ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ირანიდან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის თაოსნობით ორგნიზებული საერთაშორისო კონფერენცია, დარგში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველია. კონფერენციაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი და საინტერესო საკითხები, მათ შორის საქართველოში არსებული მინერალური რესურსების მონაცემთა თანამდროვე ბაზრის განსაზღვრის, განმტკიცების, მათი მარკეტინგის, კაპიტალიზაციის სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების საქმეში.

უცხოელების გამოცდილების და მიღწევების გაზიარება ხელს შეუწყობს გეოლოგიურად საშიში გეოდინამიკური მოვლენების თანამედროვე მონიტორინგის და ამ მოვლენებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებას, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების, საძიებო გამონამუშევრების გაყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას და დანერგვას. საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების მომპოვებელი, შემსწავლელი, გადამამუშავებელი დარგების ეფექტური განვითარება ასეთი კონტაქტების, თანამდროვე მიღწევების და გამოცდილების გაზიარების გარეშე შეუძლებელია. კონფერენციის შედეგები შეიძლება ისტორულიც კი გახდეს ქართველი და უცხოელი კოლეგების სისტემატური კონტაქტების აღდგენის თვალსაზრისითაც, სწორედ ასეთი კონტაქტები იყო სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგების სიძლიერის და წარმატების საწინდარი საქართველოში.

კონფერენცია გასტანს 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონფერენციო პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესოა. მონაწილეებს, გარდა დატვითული სამუშაო დღეებისა, ელით ექსკურსიები, როგორც თბილისში, ასევე ბოდბეში, სიღნაღში, გურჯაანში და მცხეთაში.
იხ. http://geoconf14.ge/
 
 

ასევე:

  • გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • იხსნება კონფერენცია “არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“
  • IEEE-ის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია ტარდება
  • იხსნება კონფერენცია „ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge