|
6-11-2014, 14:36
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ელექტრონული / ონლაინბიზნესის _ ფორექსის (Forex / FX, online business) სასწავლო სასერტიფიკატო ტრენინგკურსები. აღნიშნული კურსების მეშვეობით მსმენელი არა მარტო დაეუფლება ახალ, თრეიდერის პროფესიას, არამედ მისი წარმატებით ათვისების შემთხვევაში, შეიძენს პირადი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიასაც.
Forex-ის შესწავლისთვის არ არის საჭირო პირს ჰქონდეს რაიმე სახის განათლება ფინანსების მიმართულებით. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის (18 წლიდან), პროფესიის ან პროფესიის არმქონე ადამიანს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.
Forex არის პროგრამა, რომლის სრულფასოვნად შესწავლა პირს მისცემს შესაძლებლობას, მიაღწიოს წარმატებას ფინანსურ სფეროში. Forex არის შანსი, ადამიანმა გაზარდოს საკუთარი ბიუჯეტი იმ საერთაშორისო ბაზრების მეშვეობით, რომელთა ყოველდღიური ბრუნვა 4 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. Forex-ის სრულფასოვნად დაუფლება პირს დაეხმარება, გახდეს კარგი თრეიდერი. ამ პროფესიის მიმართ დღეს მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა ბანკებისა თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან (venture.business@gtu.ge). |
|