|
19-11-2014, 00:08
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015-ის” ორგანიზებით, სტუდენტური გასართობი ესტაფეტა გაიმართა. შეჯიბრებაში 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები 12-კაციანი გუნდებით მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს, მეორე – სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის, მესამე კი - ალმა მატერის. ესტაფეტა სპორტულ კომპლექს “არენა ორში” გაიმართა.
"თბილისი 2015-ის" რეგისტრირებულმა მოხალისეებმა სპორტულ კომპლექს "არენა 2-ში" სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. როგორც თბილისის ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის" საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, მოხალისე სტუდენტებისთვის მოეწყო გასართობი ესტაფეტა, ორგანიზებული იყო მხიარული სტარტები, სადაც 12 კაცისგან შემდგარი 6 სხვადასხვა გუნდი, 6 უნივერსიტეტიდან შეეჯიბრა ერთმანეთს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა.
"ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში მათ ჩართულობას", - განაცხადეს საორგანიზაციო კომიტეტში.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 7 თვე დარჩა. |
|