|
3-02-2010, 00:14
“გაერთიანებული ტელეკომის" “ქვემო ქართლის" ფილიალი თავის აბონენტებს რამდენიმე აქციას თავაზობს. რუსთაველებისთვის 15 თებერვლამდე ინტერნეტქსელში ჩართვა უფასოა. ასევე თებერვლის ბოლომდე გრძელდება სპეციალური ფასდაკლება ფიქსირებული ტელეფონის დადგმაზე. აქციის განმავლობაში რუსთაველებს შეუძლიათ “გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში 40 ლარად ჩაერთონ. გასულ თვეში რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა: მეგობრობის ქ. N 9-ში გაიხსნა განახლებული, კეთილმოწყობილი სერვისცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. სერვისცენტრი ერთდროულად ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდულ პირებს. “იურიდიული პირები კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. რუსთავში “გაერთიანებული ტელეკომი" სულ 500 კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. ჩვენი აბონენტები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა “ენერგო პრო ჯორჯია", “ყაზბეგი",ბანკი “რესპუბლიკა"და ა. შ.. გასულ კვირას მათ რიცხვს სააქციო საზოგადოება „ Energy Invest" (რუსთავის აზოტის ქარხანა) მიემატა", - განაცხადა ფილიალ “ქვემო ქართლის" დირექტორმა ლევან ურუშაძემ. “გაერთიანებული ტელეკომი" ამ კომპანიებს ემსახურება როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტსერვისით. გარდა ამისა, კომპანია “გაერთიანებული ტელეკომი" 2010 წელსაც აგრძელებს იმ აბონენტებზე ზრუნვას, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ. კომპანიის სერვისცენტრებში დასრულდა აღნიშნული პირების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის პირველი ეტაპი. მარტოხელა პენსიონერები, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს და აგრეთვე მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდებს, რომელთაც ვერ გაიარეს აღნიშნული პროცედურა, შესაძლებლობა აქვთ, მიაკითხონ “გაერთიანებული ტელეკომის" სერვისცენტრებს. რეგისტრაციის შემდეგ ამ კატეგორიის აბონენტებს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი გაუნახევრდებათ. პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები თვეში 400-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლბენ, ხოლო მარტოხელა პენსიონერები და ბავშვობიდან ინვალიდები, რომელთაც მარჩენალი არ გააჩნიათ _ თვეში 100 წუთით. 2009 წლის სექტემბრიდან სოციალურად დაუცველ მომხმარებლებს დაემატა ახალი კატეგორიები, რომელთაც ასევე 50% შეღავათები დაუწესდათ სააბონენტო გადასახადზე. ესენია: მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ყველა უსინათლო პირი; მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებისგან შემდგარი ოჯახი; ოჯახი მარჩენალდაკარგული წევრით. აღნიშნულ პირები არ საჭიროებენ ხელახალ რეგისტრაციას კომპანიის სერვისცენტრებში, ვინაიდან კომპანია აღნიშნულ პირებს უწესებს შეღავათებს სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ნუსხის მიხედვით. 2009 წელს აღნიშნული შეღავათებით სულ 6 000 სოციალურად დაუცველმა აბონენტმა ისარგებლა. |
|