|
13-03-2010, 23:36
13 და 14 მარტს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკაში 13 და 14 მარტს თბილისსა და ქუთაისში ტარდება. მასში 3467 მოსწავლე მონაწილეობს.
დანარჩენ საგნებშო ოლიმპიადის მეორე ტური 27 და 28 მარტს ჩატარდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში სულ 5696 მოსწავლე მონაწილეობს. უცხოური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში 2 უსინათლო მოსწავლე ღებულობს მონაწილეობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან.
ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. |
|