ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ალმანახი ქართულ პოეზიას მიეძღვნა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ალმანახი ქართულ პოეზიას მიეძღვნა უცხოეთში
14-03-2010, 05:15
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ინტერნაციონალური პოეტური ალმანახის ნომერი ქართულ პოეზიას მიეძღვნა. ნომერი თემატურია, ქართულ პოეზიაში მითოლოგიური მოტივების ასახვას ეძღვნება და მასში სხვადასხვა თაობის ხუთი ქართველი პოეტის მიერ მითოლოგიურ თემაზე შექმნილი ლექსებია გამოქვეყნებული. ეს პოეტები არიან: ბესიკ ხარანაული, კობა არაბული, ლია სტურუა, ესმა ონიანი და დათო ბარბაქაძე.

როგორც პოეტმა დათო ბარბაქაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, გამოცემა ორენოვანია და ინგლისურ თარგმანებთან ერთად ტექსტები ორიგინალის ენაზედაცაა წარმოდგენილი. პროექტის ავტორია გერმანელი მწერალი დომინიკ ირტენკაუფი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში და თავის დროზე მოზრდილი წიგნიც შექმნა ქართულ მითოლოგიაზე.

მისი განცხადებით, ქართული პოეზიის წინამდებარე ამერიკული პუბლიკაცია რიგით მესამეა უცხოური ლიტერატურული პერიოდიკის ბაზაზე თანამედროვე ქართული ლიტერატურის კომპლექსური აკადემიური პრეზენტაციების რიგში. პირველი მსგავსი პრეზენტაცია 1997 წელს განხორციელდა საფრანგეთში, მეორე კი _ 2004 წელს ავსტრიაში.

“საყურადღებოა, რომ ამერიკულ ალმანახში ვრცლად არის წარმოდგენილი ბრწყინვალე მხატვრის ესმა ონიანის პოეზია. მისი შემოქმედება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო ქართველმა მკითხველმა, დღეს კი იგი ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში მიჩნეულია ქართული ვერლიბრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად”, _ განაცხადა დათო ბარბაქაძემ.

მისი განცხადებით, ალმანახის შესავალ წერილში პროექტის ავტორი დომინიკ ირტენკაუფი ყურადღებას ამახვილებს ქართულ ლიტერატურაში მითოლოგიური თემატიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ქართველი მწერლების მიერ მითოლოგიური მოტივების უხვად გამოყენების დიდ ტრადიციაზე.
 
 

ასევე:

  • “ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება
  • ავსტრიული ლირიკის მრავალტომეულის ახალი წიგნი გამოვიდა
  • მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა
  • დათო ბარბაქაძემ თავისი “მცირე პროზა 1990-2010“ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა
  • ბრიტანელი გამომცემლები ლიტერატურულ ფორუმსა და დიალოგში მონაწილეობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge