სპეციალისტები სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგიაზე მუშაობენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სპეციალისტები სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგიაზე მუშაობენ ტექნოლოგიები
24-03-2010, 01:36
ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტექნოლოგიური ობსერვატორია ატარებს კვლევას: “კოსმოსური მეცნიერებისა და სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგია”. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება ევროპული კოსმოსური სააგენტოს მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა, კერძოდ, მეცნიერებსა და ინჟინრებს შორის კავშირის გაფართოება. გარდა ამისა, მათი გნცხადებით, ონლაინთამაშები ასტრონომიისა და ზუსტი მეცნიერებების მასწავლებლებს დიდ სამსახურს გაუწეევს.

მაგალითისთვის მეცნიერებმა შექმნეს ვიდეო მომავალი სათამაშო რეალობისთვის, რომელიც ადამიანების მიერ ევროპის - იუპიტერის თანამგზავრის - შესწავლას უკავშირდება. ეს თამაში გათვლილია უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ისე გრძნობენ თავს ვირტუალურ სამყაროში, როგორც თევზი წყალში.

აღნიშნულ კვლევას ახორციელებს შვედური კომპანია MindArk PE AB, რომელმაც ევროპული კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერის ფარგლებში უკვე არაერთი პოპულარული თამაში შექმნა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა
  • კონფერენცია “მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”
  • ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 15 წლისთავი შესრულდა
  • რუსეთი ბირთვული ძრავების მქონე კოსმოსური ხომალდის შექმნას აპირებს
  • კოსმოსურ სივრცეში ქართული კოსმოსური ობიექტის გასვლიდან 11 წელი სრულდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge