|
8-08-2010, 00:12
7 აგვისტოს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მრავალფეროვნების ფესტივალი გამართება.
ფესტივალი კულინარიული ხასიათისა და ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებში მცხოვრები ოსები, აზერბაიჯანელები, ლეკები, უდინები და ქართველები ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ. ღონისძიებაზე ყველა ეთნიკური ჯგუფი საკუთარ ფოლკლორს წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრაც.
ფესტივალი ქალთა ფონდ "ტასოს" და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება. მრავალფეროვნების ფესტივალი პირველად ყვარლის რაიონ სოფელ თივში 2009 წლის 7 აგვისტოს მოეწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს. |
|