|
31-08-2010, 19:18
1-ელ სექტემბერს, ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმია ჩართული. საკონკურსო ჩვენება დარენ არონოფსკის ფილმის "შავი გედი" ჩვენებით გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია სოფი კოპოლას "სადღაც" (Somewhere), მონტე ჰელმანის "გზა არსაით" (Road to Nowhere), კელი რიჰარდის "მიკის ბილიკი" (Meek's Cutoff), ვინსენტ გალოს "წყალზე დაწერილი დაპირებები" (Promises Written on Water), ჯულიან შანაბელის "მირალი" (Miral), რიჩარDლუისის "ბარნის ვერსია" (Barney's Version), რომელშიც მთავარ როლს დასტინ ჰოფმანი ასრულებს.
იტალიური კინო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმებით: "ჩვენ გვჯეროდა" (Noi credevamo), რეჟისორი მარიო მარტონე, "ვნება" (La passione) რეჟისორი კარლო მაცაკურატი, "ცალკეული რიცხვების მარტოობა" (La solitudine dei numeri primi), რეჟისორი სავერიო კოსტანცო, "საძაგელი ცხვრები" (La pecora nera), რეჟისორი ასკანიო ჩელესტინი.
მაყურებელი ფესტივალზე შემდეგ ფრანგულ ფილმებს იხილავს: ფრანსუა ოზონის "ლარნაკს" (Potiche), ანტონი კორდეს "რამდენიმე იღბლიანს" (Happy Few), აბდელ კეშიშის "შავ ვენერას" (Venus noir).
საკონკურსო ჩვენებაში ასევე წარმოდგენილი იქნება "სამი" (Drei) (ტომ ტიკვერი), "სევდიანა ბალადა ტრომბონისთვის" (Balada triste de trompeta) (ალეკს დე ლა იგლესია), "ატენბერგი" (Attenberg) ათენი რახელ ცანგარი (Athina Rachel Tsangari), "ჰერკულესი" (ალექსეი ფედორჩენკო), "13 მკვლელი" (ეიჩი კუდო), "ნორვეგიის ტყე" (ტრან არხ ხუნგი), "დეტექტივი დი და გამჭირვალე ცეცხლის საიდუმლო" (Detective Dee and the Mystery of Phantom Flame) (ცუ ჰარკი), "კვეთა" (Phantom Flame) (პაბლო ლარაინი), "აუცილებელი მკვლელობა" (ეჟი სკოლიმოვსკი).
ფესტივალის ჟიურის ქვენთინ ტარანტინო უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ინგებორგა დაპკუნაიტე, დენი ელფმანი, ანრო დეპლეშანი, გაბრიელ სალვატორესი, ლუკა გუადანინიო და გილმერო არიაგა.
ფესტივალი 11 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება. ghn.ge |
|