ლეონარდო და ვინჩის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ლეონარდო და ვინჩის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს უცხოეთში
16-10-2009, 12:01
ოქსფორდის ხელოვნების ისტორიის საპატიო პროფესორი მარტინ კემპი ამტკიცებს, რომ მან ლეონარდო და ვინჩის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინა. სურათზე _ "ახალგაზრდა გოგონას პროფილი რენესანსის კაბაში" _ აღმოაჩინეს თითის ანაბეჭდები, რომელიც და ვინჩის ანაბეჭდების მსგავსია.

კემპის თქმით, მულტისპეტრალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თითის ანაბეჭდები სურათის ზედა მარცხენა მხარეს დიდი ალბათობით იდენტურია და ვინჩის ერთ-ერთ სურათზე არსებული ანაბეჭდებისა, რომელიც ვატიკანის მუზეუმში ინახება და რომელიც მხატვრის მიერ 1481 წელსაა დახატული. ამ დროს ლეონარდო და ვინჩი ახალგაზრდა იყო და იგი ასისტენტების დახმარებით არ სარგებლობდა.

კემპი აღნიშნავს, რომ სურათი, როგორც ანალიზი აჩვენებს, შესრულებულია ცაციის მიერ და მას აქვს სტილისტური მსგავსება და ვინჩის სხვა ადრეულ ნამუშევრებთან, კერძოდ სურათთან "ქალის პორტრეტი პროფილში".

კემპი მიიჩნევს, რომ სურათი დახატულია სავარაუდოდ 1496 წელს და მასზე გამოსახულია ბიანკას ფორცა ჰერცოგ მალინა ლუდოვიკოს ფორცას ქალიშვილი. თუკი მეცნიერის ვარაუდები დადასტურდება, ეს იქნება პირველი პორტრეტი ლუდოვიკოს ფორცას ქალიშვილისა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის დახატულია.

სურათი კრისტის აუქციონზე 1998 წელს 19 ათას დოლარად გაიყიდა და იგი ამჟამად კოლექციონერ პიტერ სილვერმანის კუთვნილებაა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რომ სურათი ლეონარდო და ვინჩის დახატულია, მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 100 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.
 
 

ასევე:

  • კონკურს ”ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • ნაპოვნია ტიციანის ტილო
  • სკოლებში მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება
  • გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” ცხადდება
  • თბილისში უცნობი ქართველი წმინდანების ხატი აღმოაჩინეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge