თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა სიახლე
3-11-2010, 15:35
თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკრებულოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც თბილისში ტრამვაის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აღდგენას ეხებოდა.
პრეზენტაცია წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაი".

კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფ ,,თბილისის ტრამვაის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სისტემაში მიმდინარე კომპლექსურ, ფართომასშტაბიან პროექტებზე.

ფრანგიშვილის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, შენდება ხუდონჰესი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ექნება ჭარბი ელექტროენერგია, ეს კი ელექტროტრანსპორტის ამოქმედების საშუალებას მოგვცემს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავა. დედაქალაქის მერმა იმ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. უგულავას განცახდებით საზოგადოებრივი საბჭო თბილისის თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

“ვცდილობთ, ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ მაქსიმალურად განახლებული სერვისები, რომელიც ბევრად კომფორტულს გახდის გადაადგილებას, შეამცირებს საცობების რაოდენობას და ქალაქს ბევრად უფრო სუფთას და კომფორტულს გახდის, მათთვის, ვინც მგზავრობს საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მათთვის, ვინც უბრალოდ ქვეითად გადაადგილდება. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანს ეხება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ტრამვაის ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. მერია და საკრებულო ერთობლივად გაუკეთებს ორგანიზებას ამ საკითხს. ჩვენ საბჭოში ვიწვევთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ელექტროტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, საზოგადოებასთან, პროფესიონალებთან, სპეციალისტებთან და ურბანისტებთან ერთად ვიმოქმედებთ”, - აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე იონათამიშვილმა.

დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა „თბილისის ტრამვაი“ კონფერენციაზე საუკეთესო ელექტრო მიწისზედა ტრანსპორტის სახეობის – ტრამვაის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც აღნიშნული ტრანსპორტის უპირატესობებს: მგზავრთა მაღალ გამტარუნარიანობას, ეკონომიურობას, უსაფრთხოებას, ეკოლოგიურობასა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის მოხერხებული მგზავრობის შესაძლებლობას წარმოაჩენს.

“ტრამვაის იდეის პოპულარიზაციისთვის ვგეგმავთ, დღეიდანვე გავშალოთ ფართო კამპანია სოციალურ ქსელებში, შევეცდებით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ტრამვაი წარმოუდგენია, როგორც ძველი დრომოჭმული სისტემა, შეეცვალოს ეს წარმოდგენა და მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, რომ ტრამვაი არის მომავლის თანამედროვე ტრანსპორტი”, - აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ,,თბილისის ტრამვაი’’ წარმომადგენელმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

საგულისხმოა, რომ ბევრ ევროპულ ქალაქში ბრუნდება ტრამვაი, ხოლო იმ ქალაქებში, სადაც ტრამვაი ფუნქციონირებს, მისი როლი და დატვირთვა იზრდება.

დედაქალაქში ტრამვაის ხელახლა დაბრუნებას დადებითად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

“ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. აქამდეც მხარს ვუჭერდით ტრამვაის აღდგენას. ეს არის ეკოლოგიური გადაადგილების უსაფრთხო საშუალება. კარგია, რომ ექსპერტებთან და სხვა საზოგადოების წარმომადგენლებთან ადრეულად დაიწყო ამ ინიციატივის განხილვა. ეს თემა საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს, თუმცა საინტერესოა, რა ხარჯებთან იქნება ეს დაჯკავშირებული და რა პერიოდის განმავლობაში მოხდება მისი განახლება. მე მხარს ვუჭერ და დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას”, - განაცხადა საკრებულოს ფრაქციის ,, ჩვენი თბილისი” წევრმა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.



თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა.

ტრამვაის უპირატესობებად მიიჩნევა მაღალი გამტარუნარიანობა, ეკოლოგიურობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება, მოხერხებულობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. ტრამვაის დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის მეშვეობით შეუძლია მეტი მგზავრის გადაყვანა. ავტომობილთან შედარებით, ის გზის ფართს რვაჯერ ეფექტურად იყენებს. განცალკევებული ზოლის მეშვეობით ტრამვაის შეუძლია გვერდი აუაროს ავტომობილთა საცობებს.

ევროპის მერების კონვენციის თანახმად, 2020 წლამდე თბილისში CO2–ის ემისია 20%–ით უნდა შემცირდეს. ტრამვაი ელექტროენერგიაზე მუშაობს და ჰაერს არ აბინძურებს.

ტრამვაი უფრო ეკონომიური ტრანსპორტია. ელექტროძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2,3–ჯერ აღემატება დიზელის ძრავისას, ხოლო სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ გაცილებით ნაკლებია საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე.

ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში.

ტრამვაის დაბალიატაკიან ვაგონებში არ არის კიბეები და მისი იატაკი ბაქნის სიმაღლეზეა. მისი მოხერხებული სალონი მნიშვნელოვნად უადვილებს გადაადგილებას მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს.

აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე, თბილისისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა.

თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია ჩატარდა კონფერენცია “თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში”
  • ტრამვაის თბილისში დაბრუნების თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება
  • დავით ნარმანია პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა
  • საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge