|
9-11-2010, 02:51
9 ნოემბერს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია "დრონის" ორგანიზებით სპორტის სასახლეში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იქნება "ყველა ერთად ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ - დაიკავე შენი პოზიცია".
ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება საფეხბურთო მატჩი. საფეხბურთო თამაშებში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობიდან (აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი, ინდოელი, აფრიკანელი, ოსი, ქურთი და სხვა ეთნიკური ჯგუფები), ასევე "დრონის" ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები. ღონისძიების მიზანია განავრცოს მშვიდობიანი თანაარსებობის ხედვა და კულტურათაშორისი პატივისცემა საქართველოს უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის.
მთავარი მხარდამჭერია ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში. სხვა მხარდამჭერები _ UNITED Against Racism, NEVER AGAIN Association, KLAMRA, FARE, LIFE CHANCE, , მრავალეროვანი საქრთველო, საქართველოს ქურთთა ახალგაზ-რდობის კავშირი, ქართველ სომეხთა გაერთიანება "ნორ სერუნდ". ghn |
|