|
1-11-2009, 16:04
ნეაპოლში იტალიური მაფიის ერთ-ერთი ლიდერი სალვატორე რუსო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელერადიოკორპორაცია “ბი-ბი-სი”-ზე დაყრდნობით, რუსული სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს. მათი განცხადებით, რუსოს პოლიცია 1995 წლიდან ეძებდა. მათი ინფორმაციით, სწორედ 1995 წელს რუსოს მკვლელობისა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. |
|