|
26-11-2009, 01:17
/GHN/ "ვისოლის" ქსელში იტალიური საწვავის, "აპის" გაყიდვის მოცულობა იზრდება. მენეჯმენტის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილი იტალიური საწვავის, "აპის" წილმა უკვე 35 პროცენტს მიაღწია და 2010 წლისთვის "ვისოლის" საერთო გაყიდვებში "აპის" წილი 50 პროცენტამდე გაიზრდება.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში "აპის" პროდუქტების რეალიზაციამ მკვეთრად მოიმატა. ჩვენს მომხმარებელს ურჩევნია, ცოტა ზედმეტი გადაიხადოს და ხარისხიანი საწვავი მოიხმაროს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურად გამართლებულია. საწვავის რეალიზაციის ზრდის დინამიკა მეტყველებს იმაზე, რომ მომხმარებელს ურჩევნია ავტომობილი ხარისხიანი საწვავით გამართოს. "ვისოლის" პროგნოზით და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მომავალ წელს "აპის" მომხმარებელთა რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზრდება", - განაცხადა ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასო ფხაკაძემ.
"აპის" საწვავი ვისოლის ქსელში "ვისოლმა" ორი წლის წინ შემოიტანა, რითაც უამრავმა მომხმარებელმა უკვე ისარგებლა. "ვისოლის" მენეჯმენტის ინფორმაციით, "აპის" მოხმარება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ავტომობილის საექსპკუატაციო პერიოდს. "აპის" საწვავი უზრუნველყოფს ძრავის სწრაფ და გამართულ მუშაობას. გარდა ამისა, "აპი" არ შეიცვას გოგირდსა და ტყვიას, შესაბამისად, სხვა ტიპის საწვავთან შედარებით, ის იცავს ავტომანქანის ძრავასა და ლითონის ნაწილებს კოროზიისგან.
"ვისოლი" ევროპის უმსხვილესი კომპანიის, "აპის" საწვავის შეძენის ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს და იტალიიდან საქართველოში საწვავის იმპორტს "აპის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან აწარმოებს. "ვისოლის" მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტი ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი ციკლის დაცვით ხორციელდება. "ვისოლი" ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 75-მდე ბენზინგასამართ სადგომს აერთიანებს და წის ბოლომდე კიდევ სამი ახალი სადგურის გახსნასაც აპირებს. კომპანიას ერთი ბენზინით დატვირთული გემის დაფრახტვა 3 მილიონი დოლარი უჯდება და თვის ბოლომდე ქვეყანაში "ვისოლი" კიდევ სამ საწვავით დატვირთულ გემს შემოიყვანს.
"ვისოლის" ბუფი დღეისათვის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის, "ვისოლ პეტროლიუმს", "ეარ ვისოლს", "ვისოლგაზს", "ვისოლ ბუნკირებასა" და "ვისოლ გაზის" სადისტრიბუციო კომპანიას. |
|