შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის სიახლე
3-12-2010, 21:17
შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა განაცხადა. ყურაშვილის განმარტებით, აბონენტს შეუძლია ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს მისთვის სასურველი სატარიფო პაკეტი. კონკრეტულად, თუკი აბონენტს აქვს "ჯეოსელის" ნომერი, კერძოდ "77", მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გამოცვლის გარეშე, სრულად გადაიტანოს "ლაი-ლაის" სატარიფო პაკეტში.

იგივე ვრცელდება "მაგთიკომის" შემთხვევაშიც. აბონენტს, რომელიც სარგებლობს "მაგთის" სატარიფო პაკეტით, შეუძლია ინდექსისა და ნორმის გამოცვლის გარეშე, საკუთარი ნომერი გადაიტანოს "ბანის" ან "ბალის" სატარიფო პაკეტში.

2011 წლის 16 თებერვლიდან კი, აღნიშნული ცვლილება ძალაში კომპანიებს შორისაც შევა და თუკი აბონენტს აქვს "ჯეოსელის" ნომერი, მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გარეშე გადაიტანოს "მაგთის" ან "ბილაინის" ქსელში და იგივე სხვა ოპერატორებზეც ვრცელდება. ანუ "მაგთის" აბონენტებს შეუძლიათ საკუთარი ნომერი, ყოველგვარი გამოცვლის გარეშე გადაიტანონ "ჯეოსელის" ან "ბილაინის" ქსელში.

აღნიშნული ცვლილება, კომუნიკაციების კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ეხება ადგილობრივი ქსელის აბონენტებსაც და აბონენტებს უფლება აქვთ მიიღონ მომსახურება ოპერატორის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ტექნოლოგიით, სადენით თუ უსადენოდ, ნომრის გამოცვლის გარეშე. კომისიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოხდება ტარიფების შემცირება.

ნომრის პორტაბელურობის მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, აბონენტებმა უნდა მიმართონ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურების მიწოდებას კომპანია არ უზრუნველყოფს, მომხმარებელს შეუძლია დახმარებისთვის კომისიას მიმართოს.
 
 

ასევე:

  • დღეიდან მობილური ქსელის ნუმერაცია იცვლება
  • ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება
  • ეროვნული პრეფიქსი "8" იცვლება "0"-ით
  • სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება
  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge