ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა აირჩიეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა აირჩიეს კულტურა, სპორტი
23-01-2011, 01:54
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა აირჩიეს. 33 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 30-მა მიიღო. მათ პრეზიდენტის თანამდებობაზე სიჭინავას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება როგორც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, ასევე შიდა ჩემპიონატების განვითარებისთვის.

მისი შეფასებით, ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას, რომ მიაღწიოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა თემურ ქეცბაიამ უნდა განაგრძოს, რომელსაც კონტრაქტი ორი წლის ვადით გაუხანგრძლივდება.

ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 22 იანვარს ჩატარდა. კენჭს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ზვიად სიჭინავა იყრიდა.
ghn
 
 

ასევე:

  • საქართველოს მიშელ პლატინი ეწვევა
  • დღეს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა
  • "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card-ს სთავაზობს
  • ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს
  • ძიუდოს ნაკრების წევრები და ფედერაციის პრეზიდენტი სტუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge