|
6-03-2011, 23:40
5 მარტს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში სტუ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “ბათუმს” მასპინძლობდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მართალია, პირველი ნახევარი “ბათუმმა” 6 ქულის სხვაობით, 39:33 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით, 86:73 გაიმარჯვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდიდან უკანახაზელი ბექა ჩიკვილაძე (20ქ.) და ვასილ ბერუაშვილი (27ქ.15მ) გამოირჩეოდნენ. ბერუაშვილმა შეხვედრის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი, 16-16 ქულა, უკანახაზელმა ივანე მაისურაძემ და ფორვარდმა დუდა სანაძემ დააგროვეს. მათი თანაგუდნელებიდან ორმაგი დუბლის (12ქ.13მ.) ავტორი ფორვარდი ლაშა კეშელავა გახდა.
ჟურნალისტებმა მე-5 ტურის საუკეთესო კალათბურთელად “ქუთაისი-2010”-ის უკანახაზელი, გუნდის კაპიტანი ბუბა კვიმსაძე დაასახელეს, რომელმაც 15 ქულით, 15 მოხსნითა და 10 პასით, სამმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სუპერლიგაში, კოტე ტუღუშის შემდეგ, კვიმსაძე მეორე კალათბურთელია, რომელიც სამმაგი დუბლის ავტორი გახდა.
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატი. II წრე. V ტური: 5 მარტი. თბილისი. სპორტის სასახლე. “არმია” – სსაუ 81:72 (31:14, 23:24, 9:18, 18:16) არმია: ტუღუში (10ქ. 10მ), ანატოლი ბერიშვილი (7), ბოისა (14), ბაბიაშვილი (17), ათუაშვილი (4); მინაშვილი (4), პირველაშვილი (5), ლევან მოსეშვილი (10), ათანელიშვილი (8), შარაბიძე (2) მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი (უფროსი); სსაუ: ტეტელაშვილი (13), სიგუა, ხანიაშვილი (13), ნანიტაშვილი (2), მუმლაძე (8); ბააკაშვილი (5), ჩაჩანიძე (23), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (6), არწივიძე (12) მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი კომისარი: თენგიზ ქიქოძე მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძე.
სტუ – “ბათუმი” 86:73 (20:24, 13:15, 21:23, 32:11) სტუ: ჩიკვილაძე (20), ვასილ ბერუაშვილი (27ქ.15მ), გასიტაშვილი (3), მაჩალაძე (7), ახალკაცი (7; ჭოხონელიძე (2), ლომოური (11), თევზაძე (2), კობიძე (2), ჯანგველაძე (5) მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ტომარაძე ბათუმი: ივანე მაისურაძე (16), სანაძე (16), ნიკოლოზ ჩხატარაშვილი (12), კეშელავა (12ქ.13მ), ყველაშვილი (11); რამიშვილი (6), ელიაშვილი, ელიაძე მთავარი მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე კომისარი: მერაბ რატიშვილი მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერიშვილი
“სოხუმი” – “დინამო” 121:74 (31:26, 23:12, 31:11, 36:25) სოხუმი: ჰარისი (21ქ.16მ), ჩლაიძე (17), კანკია (7), ანთაძე (17), კარლ დამუსი (12ქ.10მ); შანიძე (23), სორდია (14), რიჩარდ დამუსი (10), ვახტანგ კვარაცხელია მთავარი მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი დინამო: პატარაია (9), გლუნჩაძე (2), ივანეიშვილი (20), თავამაიშვილი (9), ალხანაიძე (6); თვაური (15), შალიკიანი (5), ირაკლი ცაგარეიშვილი, ჩაველაშვილი (8) მთავარი მწვრთნელი: დავით თორთლაძე კომისარი: როლანდ ხომერიკი მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, კახა კუპატაძე
სატურნირო მდგომარეობა მე-5 ტურის შემდეგ ასეთია: 1. არმია 14 13 1 1226-957 27 2. თსუ 15 12 3 1386-1208 27 3. შსს 14 10 4 1230-1053 24 4. ქუთაისი-2010 14 10 4 1149-1002 24 5. სოხუმი 15 9 6 1213-1136 24 6. ენერჯი ინვესტი 15 7 8 1060-1128 22 7. სტუ 15 5 10 1203-1281 20 8. ბათუმი 14 5 9 1090-1153 19 9. სსაუ 15 4 11 1063-1234 19 10. თსსუ 14 4 10 1032-1059 18 11. დინამო 15 1 14 1054-1495 16
მე-2 წრის მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი კი ასეთია:
11 მარტი. ბათუმი. “ბასკოს” საკალათბურთო დარბაზი “ბათუმი” – “სოხუმი” 18:00
12 მარტი. თბილისი. სპორტის სასახლე შსს – სტუ 12:00 თსუ – “არმია” 14:00 სსაუ – “ქუთაისი-2010” 16:00 “დინამო” – თსსუ 18:00 |
|