სიახლეები 11.06.2014 » News.GTU.ge



«    ივნისი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა სტუ
სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
სტუ-ში ტარდება აქცია – “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე!” სტუ
სტუ-ში ტარდება აქცია – “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე!” ხვალ, 12 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ტარდება საქველმოქმედო აქცია – “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის სლოგანია – “იყო დონორი – ეს ნიშნავს, იყო გმირი!”
სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა სტუ
სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ






Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge