სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა სტუ
11-06-2014, 15:19
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ელექტრონული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროგრამები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები.

პროგრამა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას გადასცა, მოიცავს შემდეგს: ვირტუალური სწავლების საშუალებები; ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი 1-12 კლასები; დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკა, ბუნება, მუსიკა; ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების პაკეტი; რეალური ლაბორატორიული სამუშაოები; თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა; ინერციის მომენტის განსაზღვრა; გამტარის წინაღობის გეომეტრიულ პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა.

რეალურ ლაბორატორიულ სამუშაოებს თან ახლავს შესაბამისი თეორიის აღწერა და ჩატარების მეთოდური მითითებები, რაც ასევე გადაეცა სკოლას.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძე თელავის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ვირტუალური მოდელირების ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდა
  • ფიზიკის დეპარტამენტში ვირტუალური მოდელირების პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა
  • საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
  • საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება
  • მინისტრმა უცხოელი პროფესორების ჩამოყვანაზე ისაუბრა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge