« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს თამარობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 14 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. განსაკუთრებული ზეიმით თამარობა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი თამარმა |
|
|
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
დღეს, 13 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიხსნება რეგიონული კონფერენცია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები |
|
|
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 12 მაისს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 12:00 საათზე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს |
|
|
სტუ განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება |
--- |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. წლიური ანგარიშის ჩაბარების ბოლო ვადა 30 ივლისია. ეს პროცედურა უნივერსიტეტის ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება |
|
|
ქართველი საბავშვო მწერლები შვედეთიდან დაბრუნდნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური, აგრეთვე ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ჯგუფი სტოკჰოლმიდან დაბრუნდნენ. ქართველი მწერლები სტოკჰოლმში შვედეთის მწერალთა კავშირის მიწვევით იმყოფებოდნენ |
|
|
საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ |
ტექნოლოგიები |
|
|
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანია თანამშრომლობას გეგმავენ. შესაბამისი მემორანდუმი დღეს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ვიჟნიცერმა გააფორმეს |
|
|
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება |
--- |
|
|
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროპის დღე 2004 წლიდან აღინიშნება. წელს ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 4 მაისს დაიწყო და 16 მაისს დასრულდება. ევროპის დღის აღნიშვნის საფუძვლად ორი წყარო უდევს: 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა |
|
|
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა |
--- |
|
|
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით |
|
|
დღეს საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსის ბოლო ეტაპი ჩატარდება |
სიახლე |
|
|
დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსის დასკვნით ეტაპს ჩაატარებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კონკურსის მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში დააკვირდება. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეირჩევიან |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|