|
9-05-2010, 15:21
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროპის დღე 2004 წლიდან აღინიშნება. წელს ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 4 მაისს დაიწყო და 16 მაისს დასრულდება.
ევროპის დღის აღნიშვნის საფუძვლად ორი წყარო უდევს: 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა.
შესაბამისად, 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. მისი განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.
სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც მიიჩნევენ, რადგან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისთვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკონსულტაციო ორგანიზაციად ითვლება.
ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა საქართველო. ghn.ge |
|