|
15-05-2011, 01:09
დღეს, 15 მაისს, მსოფლიოში ოჯახების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახების საერთაშორისო დღე.
ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი. ეს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ.
გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, მშვიდობის პრემიის ლაურეატ კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება "კაცობრიობის ერთიან ოჯახსაც, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ". |
|