9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ---
9-05-2011, 00:38
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 9 მაისი პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.

8 და 9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.

ევროპამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს იზეიმა. ცნობილია, რომ უპირობო კაპიტულაციის აქტს 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა ხელი. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში, მოსკოვში, ასევე საქართველოში, უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება.
 
 

ასევე:

  • 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება
  • 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
  • 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
  • 15 მაისს ოჯახების საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • საატესტატო, სამაგისტრო და სასერთიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge