|
3-05-2011, 00:41
დღეს, 3 მაისს, საერთაშორისო საზოგადოება პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლების დღე 1993 წელის 21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა.
აღნიშნულს საფუძვლად დაედო 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. ე.წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია", მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფას.
დღემდე ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად მიიჩნევა. |
|