|
7-08-2010, 18:04
განმუხურში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა. როგორც გახსნის ცერმონიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში განმუხური გახდა მტრის ერთ-ერთი სამიზნე, თუმცა საქართველო მოწინააღმდეგის ბარბაროსულ ქმედებებს აღმშენებლობით და განვითარებით უპასუხებს.
"ორი წლის შემდეგ ეს არის პასუხი საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის. დღეს განმუხური ისევ ცოცხალია, ბევრად უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი და თანამედროვე, ვიდრე ორი წლის წინ. ეს არის პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს დამონება ტანკით და ცეცხლით შეიძლება. ეს არის ღირსეული საზოგადოების პასუხი", _ განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს ბულვარი არის საზღვარი თავისუფლებასა და ოკუპაციას შორის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "თავისუფლების ბულვარის" მშენებლობა გაგრძელდება და ის აფხაზეთში დასრულდება.
"ეს ბულვარი ისევ ისეთი საკუთრებაა აფხაზებისა და ოსი ხალხის, როგორც - ყველა ეთნიკური წარმომადგენლისა ჩვენს სამშობლოში. ეს ბულვარი დამთავრდება აფხაზეთში და ეს მოხდება აუცილებლად. ეს ბულვარი გააერთიანებს საქართველოს", _ განაცხადა ბაქრაძემ. ipn.ge |
|