სტუ განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება ---
11-05-2010, 23:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. წლიური ანგარიშის ჩაბარების ბოლო ვადა 30 ივლისია. ეს პროცედურა უნივერსიტეტის ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის, ვაჟა პაპასკირის განცხადებით, სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ორ მილიონამდე საბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს.

“ჩატარდა მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაო, რომლის შედეგად, სასწავლო სილაბუსების მიხედვით, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდის უზრუნველყოფა გახდა შესაძლებელი. უმაღლესი სასწავლებლის რვავე ფაკულტეტის ყველა მიმართულების სილაბუსების შემოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ სილაბუსებში მითითებული აუცილებელი ლიტერატურის თანაფარდობა, რიგ შემთხვევებში, მეტ-ნაკლებად იყო დარღვეული. კერძოდ, მითითებული სავალდებულო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი განსხვავდებოდა იმ ლიტერატურისგან, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში ირიცხებოდა. შემოწმდა 25000 სახელწოდების ლიტერატურა (როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სწავლებისთვის), რითაც სილაბუსებში მითითებული ლიტერატურისა და ბიბლიოთეკის ფონდის ადეკვატურობას მივაღწიეთ. ამ საქმეში მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი ფაკულტეტების დეკანებთან და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან მჭიდრო თანამშრომლობამ. სამუშაო პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და ახლო მომავალში დასრულდება”, _ განაცხადა პაპასკირმა ჩვენთან საუბარში.

მისი განცხადებით, სრული ჰარმონიის მიღწევაში დიდი როლი შეასრულა ფაკულტეტებიდან სასწავლლო და სამეცნიერო ლიტერატურის ელექტრონული ვერსიების მოწოდებამ, რომლის საფუძველზედაც, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი შეიქმნა.

“სასურველია, რომ ავტორთა მიერ შემდგომში ახალი სილაბუსების ჩამოყალიბებისას, მასში შესული ცვლილებები (სავალდებულო და დამატებითი ლიტერატურის შეცვლა) ეცნობოს ბიბლიოთეკას, რათა მოხდეს საბიბლიოთეკო ფონდის შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა”, _ განაცხადა პაპასკირმა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია ჩატარდა
  • სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს
  • სტუ-ის ბიბლიოთეკა სრულად განახლდა
  • სტუ-ის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა
  • სტუ-სა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge