სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს მეცნიერება
26-11-2010, 14:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 21 ოქტომბრის # 54 სხდომის # 4 გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობით საბჭოში 36 კაცი იქნება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ადრე ავტომატურად ხდებოდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ახლა კი მას კონკურსის წესით ირჩევენ.

წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლების არჩევნების პროცესი ქვემოთ მითითებული ვაკანსიების მიხედვით 29 ოქტომბრიდან დაიწყო.

• სამშენებლო ფაკულტეტი – 4 ვაკანსია, მათ შორის 3 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი – 4 ვაკანსია, მათ შორის 3 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – 3 ვაკანსია, მათ შორის 2 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი – 4 ვაკანსია, მათ შორის 3 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი – 4 ვაკანსია, მათ შორის 3 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი – 2 ვაკანსია, მათ შორის 1 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 1 – სტუდენტებიდან;
• ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი – 6 ვაკანსია, მათ შორის 3 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 3 – სტუდენტებიდან;
• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი – 8 ვაკანსია, მათ შორის 5 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან და 3 – სტუდენტებიდან;
• ბიბლიოთეკა – 1 ვაკანსია.
• სულ _ 36 ვაკანსია, მათ შორის 23 ვაკანსია აკადემიური პერსონალიდან, 1 – ბიბლიოთეკიდან და 12 – სტუდენტებიდან;

კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ნოემბერს დაიწყო და 17 ნოემბერს დასრულდა. არჩევნები გაიმართა რეგისტრაციის დასრულებიდან მე-7 დღეს¬– 24 ნოემბერს; ფაკულტეტის წარმომადგენლების არჩევნები ტარდება შესაბამის ფაკულტეტებზე, ხოლო ბიბლიოთეკის წარმომადგენლისა – აკადემიური საბჭოში.
 
 

ასევე:

  • წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად ჯემალ გახოკიძე აირჩიეს
  • ვაკანსია სტუდენტებისთვის
  • 2012/13 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამები და ვაკანსიები გამოქვეყნდა
  • სტუ-ის პროფესორები დაჯილდოვდნენ
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში სააგენტო ”ეიჩარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge