|
11-07-2011, 01:43
8 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია ელექტრონული კატალოგის (პროგრამის), კოჰა-ს (KOHA), ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის უზრუნველყოფა; საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო ქსელის შექმნაზე მუშაობა, შესაბამის მსოფლიო ქსელში მისი ჩაბმა და სხვ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ “ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვი სამეცნიერო-კვლევითი და სასაწავლო ცენტრის” ხელმძღვანელი თემურ ბაკურაძე, მთავარი სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჯა პაპასკირი და “ტექინფორმის” დირქტორი ნელი მახვილაძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი ღრიბაშვილმა. |
|