საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკადემიის რექტორებმა, არჩილ ფრანგიშვილმა და ირაკლი შარაბიძემ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევების, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ღონისძიებების შემუშავება-განხორციელება, ასევე, ჰუმანიტარული, სოციალური და ტექნოლოგიების მიმართულებით შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებით აქტივობების უზრუნველყოფა.